თბილი რძე ჩაასხით ჯამში, დაუმატეთ საფუარი და შაქარი. გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მაწონი ან იოგურტი, კვერცხი, მარილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ელქსტიკური, რბილი ცომი. გააბრტყელეთ ცომი ოთხკუთხედ თხელ ფირფიტად, გაანაწილეთ მთელ მის ზედაპირზე მწვანე პესტოს სოუსი. მოცარელა ან სულგული დაჭერით წვრილად, ან გახეხეთ და გაანაწილეთ პესტოს ზემოდან. დაჭერით წვრილად ქათმის მოხარშული ფილე და ისიც გაანაწილეთ შემდეგ ფენად. გადაახვიეთ ცომი რულეტად და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად. ჩაალაგეთ ცომის ნაჭრები ღრმა გამოსაცხობფორმაში. გაადნეთ კარაქი, დაჭერით წვრილად ნიორი (ან გაატარეთ პრესში), აურიეთ გამდნარ კარაქში და კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ცომის ნაჭრებს მთელ ზედაპირზე. სუფრასთამ მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!