კვერცხის გული გააცალკევეთ ცილისგან. ათქვიფეთ 3 კვერცხის გული ხალკე ჯამში, მეორე ჯამში ათქვიფეთ 5 კვერცხის ცილა მკვრივი ქაფის მიღებამდე. შემდეგ კოვზით ფრთხილად შეურით ორივე მასა. დაასხით უწვავი ზედაპირის მქონდე ტაფაზე, როცა ძირი ოდნავ შეიწვება ჩაუდეთ კარაქი ძირში და დაახურეთ თავსახური. აცხვეთ 5 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოაყარეთ მარილი და პილპილი, გადმოდგით ცეცხლიდან. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. გემრიელად მიირთვით!