წიწიბურა მოხრაკული ხახვითა და ქორფა კიტრით
წიწიბურა მოხრაკული ხახვითა და ქორფა კიტრით
დრო 60წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წიწიბურა - 200 გ
  • წყალი - 400 მლ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • კიტრი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • მაიონეზი (სამარხვო)
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები

მოხარშეთ წიწიბურა ჩვეული წესით. კიტრი გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით წვრილ ჩხირებად.

ხახვი გაფცქვენით და დაჭერით თხელ ნახევარწრეებად.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოხრაკეთ ხახვი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.

დაუმატეთ წიწიბურას მოხრაკული ხახვი, დაჭრილი ქორფა კიტრი, მარილი და პილპილი. აურიეთ კარგად.

სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი. სოუსად მიიტანეთ სამარხვო მაიონეზი.

ტეგები:
წიწიბურა ნანახია: 2062