6 კვერცხი ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი, ზეთი, ვანილის ექსტრაქტი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი, მარილი და კარგად აურიეთ. გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ცხიმი და გაანაწილეთ მიღებული მასა. დაარტყით რამდენიმეჯერ მაგიდაზე, რომ თანაბრად განაწილდეს მასა და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 12 წუთი. გაშალეთ ჩაის ტილო, მოაყარეთ ზედ კაკაო, გამომცხვარი ბისკვიტი გადაიტანეთ ჩაის ტილოზე, მოაცალეთ ფრთხილად პერგამენტის ქაღალდი და ტილოთივე მჭიდროდ გადაახვიეთ. ასე გააციეთ. შემდეგ გახსენით, გაანაწილეთ სამივენაირი ნაყინი ბისკვიტის ზედაპირზე, გადაახვიეთ მჭიდროდ და მოათავსეთ საყინულეში 3 საათის განმავლობაში. მანამდე მოამზადეთ მინანქარი: გააცხელეთ ნაღები, ჩაყარეთ შოკოლადის დროპსები და ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მოასხით ცხელ-ცხელი მინანქარი გაყინულ რულეტს და მოათავსეთ კვლავ მაცივარში კიდევ 30 წუთით.