ცივი სუპი ჭარხლით
ცივი სუპი ჭარხლით
დრო 30წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კეფირი - 400 გ
  • ჭარხალი - 1
  • კვერცხი - 1
  • კიტრი - 1
  • ბოლოკი - 2-3
  • კამა - 1 კონა
  • მარილი
მომზადების წესები
ჭარხლის  ნახევარი დავჭრათ  წვრილ კუბებად.

კიტრი დავჭრათ კუბებად და დავამატოთ ჭარხალს.

თხელ ფირფიტებად დავჭრათ ბოლოკი.

წვრილად დავჭრათ კამაც.

დარჩენილ ჭარხალს დავამატოთ კამის ნაწილი და კეფირი. ბლენდერით ერთიან ხასხასა მასად ვაქციოთ. დავამატოთ მარილი.

თეფშზე ამოვიღოთ სუპი, ჩავამატოთ დაჭრილი ბოსტნეულის მიქსი, ნახევარი მოხარშული კვერცხი და გამაგრილებელი, მსუბუქი საზაფხულო წვნიანი მზადაა.
ტეგები:
კვერცხი ჭარხალი ბოლოკი კეფირი ნანახია: 12246