ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეთში მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაჭრილი და გარეცხილი ბროკოლი, დავასხათ ნაღები და წამოვადუღოთ. დაახლოებით 5-7 წუთში გადავიტანოთ ეს მასა ბლენდერში და ავთქვიფოთ. კრემ-სუპი ჩავაბრუნოთ ქვაბში და წამოვადუღოთ, დავუმატოთ 3 სახეობის ყველი, შევკაზმოთ მარილით. სუპი შეგვიძლია ანადუღარი წყლით გავათხელოთ.