შოკოლადი და ნაღები მოვათავსოთ ქვაბში და ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ, შევაგრილოთ, გავშალოთ პერგამენტის ქაღალდი და დავდოთ თითო ჩაის კოვზი შოკოლადი. მაშინვე მოვაყაროთ თხილეული და დავტოვოთ ოთახის ტემპერაურაზე სანამ ბოლომდე გაცივდება, შემდეგ გავაჩეროთ საყინულეში 1 სთ. კარგად ჩაცივებული შოკოლადები ავაძროთ ქაღალდიდან და გადავიტანოთ თეფშზე.