2 კვერცხის გული იდა 1/4 ჭიქა შაქარი ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 2 ს/კ სიმინდის სახამებელი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და კვლავ კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ 1 ჭიქა რძე, აურიეთ, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ მიკროტალღურ ღუმელში 4 წუთის განმავლობაში. ცალკე ქვაბში ჩაასხით 1 ჭიქა წყალი, დადგით ცეცხლზე, დაუმატეთ კარაქი, ურიეთ, რათა კარაქი ბოლომდე გაიხსნას, დაუმატეთ მწიკვი მარილი, დაუწიეთ ცეცხლს, დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ, სანამ არ მიიღებთ ცომს, რომელიც არ ეკვრის ქვაბის კედლებს. გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ და შეაზილეთ სათითაოდ 4 კვერცხი. მიღებული ცომი ჩადეთ საკონდიტრო ტომარაში და გამოსაცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, შემდეგ დასვით ცომის ჯერ ერთი წრე, შემდეგ მის გარშემო კიდევ მეორე წრე და მესამე თავზე. მოათავსეთ ღუმელში ჯერ 190 გრადუსზე და აცხვეთ 20 წუთი, შემდეგ კი დაუკელით 180 გრადუსამდე და გააჩერეთ კიდევ 15 წუთი. გამომცხვარი და გაგრილებული რგოლი გაშერით სიბრტყეზე ორ ნაწილად, დაასვით ასევე საკონდიტრო ტომრის მეშვეობით ჯერ კრემი, ზემოდან ათქვეფილი ნაღები, შემდეგ გაანაწილეთ კენკრა, დაადეთ რგოლის მეორე ნაწილი და მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!