ოთახის ტემპერატურის კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად გათეთრებამდე და მასაში დაახლოებით 3-ჯერ მომატებამდე. ათქვეფილ მასას დაუმატეთ ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ვანილით) და გაცრილი, სახამებელ და გამაფხვიერებელ შერეული ფქვილი. დაუმატეთ პატარა ულუფებად და ურიეთ ქვემოდან ზევით ხის კოვზით. დაუმატეთ ცომს გამდნარი და გაცივებული კარაქი და კვლავ კარგად აურიეთ. მიღებული მასა ჩაასხით ტორტის დასაშლელ ფორმაში, რომელსაც წინასწარ წაუსვამთ კარაქს და მოაყრით ცოტაოდენ ფქვილს. მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40-5 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მზა ბისკვიტი გაცივებამდე გააჩერეთ ფორმაში, შემდეგ გადმოიღეთ და სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა, ან მოასხით გამდნარი შოკოლადი. რჩევა: ბისკვიტი შეგიძლიათ გაჭრათ და წაუსვათ სასურველი კრემი. მაგალითად, მოხარშული კრემი (იხ. რეცეპტი)