პურის თითოეულ ნაჭერს ამოაჭერით გული. დაასხით ცოტაოდენი ზეთი ტაფაზე, დაჭერით პომიდორი, ლორი და მწვანე ხახვი. მოხრაკეთ ზეთში. იგივე ტაფაზე დაადეთ ბოსტნეულის მასის 1/4-ს პურის თითოეული გულამოცლილი ნაჭერი, მოასხით ათქვეფილი კვერცხი, დაუმატეთ მარილი და პილპილი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააფარეთ ამოჭრილი გული. შეწვით ორივე მხრიდან. გემრიელად მიირთვით!