ჯამში ჩაასხით თბილი წყალი, დაუმატეთ 1 ჩ/კ შაქარი და მშრალი საფუარი, აურიეთ და გააჩერეთ, სანამ ბუშტუკებს არ გაიჩენს. შემდეგ ჩააცერით 3 ჭიქა ფქვილი, 2 ს/კ შაქარი და მწიკვი მარილი, აურიეთ, დაუმატეთ თბილი რძე, გამდნარი კარაქი და 2 კვერცხის გული. მოზილეთ ცომი, ჩადეთ ზეთწასმულ ჯამში, გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ 1 საათი. შემდეგ ცომის გუნდისგან გააკეთეთ მოგრძო ნაჭერი და დაჭერით 8 თანაბარ ნაჭრად. თითოეული ნაჭრისგან გააკეთეთ გრძელი მილი. აიღეთ ფოლგა, მიეცით მილის ფორმა და შემოახვიეთ ცომის მილები ფოლგას. დააყირავეთ თითოეული მილი თავით კექსის გამოსაცხობ ფორმებში, გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 18-20 წუთის განმავლობაში. ამასობაში აურიეთ შაქარში დარიჩინი და გაადნეთ კარაქი. გამომცხვარ მილებს წაუსვით გამდნარი კარაქი, ამოაცალეთ ფოლგა და ამოავლეთ დარიჩინიან შაქარში. სურვილისამებრ ჩაასხით გულში გამდნარი შოკოლადი და ჩადეთ ნაყინი. ან ამოავლეთ გახსნილი მხრიდან ჯერ შოკოლადში, შემდეგ საკონდიტრო ფერად მოსართავებში. გემრიელად მიირთვით!