ყველაზე გემრიელი ლაზანია
ყველაზე გემრიელი ლაზანია
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შერეული ხორცის ფარში - 500 გ
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • კარაქი - 1 ს/კ
  • ხახვი - 1 ჭიქა, დაჭრილი
  • სტაფილო - 1/2 ჭიქა, გახეხილი
  • ნიახურის ძირი - 1/2 ჭიქა, დაჭრილი
  • ნიორი - 2 კბილი, დაჭრილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • ტომატპასტა - 1/2 ჭიქა
  • წითელი მშრალი ღვინო - 2 ჭიქა
  • დაჭრილი პომიდორი საკუთარ წვენში, ცოცხალი ან კონსერვირებული - 4 ჭიქა
  • რიკოტა ან ნადუღი - 400 გ
  • ბაზილიკი ან შაშკვლავი - 1/2 ჭიქა, დაჭრილი
  • პარმეზანი, გახეხილი - 1 ჭიქა
  • ოხრახუში - 1/2 ჭიქა, დაჭრილი
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ლაზანიას ფირფიტები
  • ყველი მოცარელა და პარმეზანი - ზემოდან მოსაყრელად
მომზადების წესები

ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ 1 ს/კ კარაქი და მოხრაკეთ ჯერ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სტაფილო, ნიახური, ნიორი, როცა ბოსტნეული მოითუშება, დაუმატეთ ხორცის შერეული ფარში, აურიეთ და გააგრძელეთ მოთუშვა. შემდეგ დაუმატეთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი გემოვნებით, გააგრძელეთ მოთუშვა. 5-7 წუთში დაუმატეთ წითელი ღვინო, მოურიეთ და განაგრძეთ მოთუშვა. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, დააფარეთ თავსახური და თუშეთ ასე 30 წუთის განმავლობაში.

ამასობაში მოამზადეთ ყველის მასა: რიკოტას, ან ნადუღს დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი, გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ოხრახუში, კვერცხი, მარილი და პილპილი გემოვნებით. ყველაფერი კარგად აურიეთ და მოამზადეთ ლაზანიას გამოსაცხობი ფირფიტა. 

ფირფიტაზე გაანაწილეთ ჯერ ხორცის ფარშის მასის 1/3 -დი, დაალაგეთ ლაზანიას ფირფიტები, შემდეგ წაუსვით რიკოტას მასა, კვლავ დაალაგეთ ფირფიტები, გაანაწილეთ ისევ ფარშის მასა, ისევ ფირფიტები, რიკოტას მასა, ფირფიტები და ბოლოს ფარშის მასა. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი და მოცარელა (ან სულგუნი). გადააფარეთ ფოლგა და აცხვეთ 200 გრადუსზე 25 წუთი. შემდეგ მოაცალეთ ფოლგა და აცხვეთ კიდევ 25 წუთი.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
იტალიური სამზარეულო ლაზანია ნანახია: 8155