მარწყვს მოაცალეთ ყუნწები და დაჭერით პატარა კუბიკებად. ქვაბში აურიეთ 2 კვერცხის გული და 2 ჭიქა ნაღები, დადგით ცეცხლზე და როგორც კი შეთბება, დაუმატეთ შაქარი, სახამებელი, ურიეთ შეუჩერებლად, სანამ მასა არ გასქელდება. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მარწყვი, აურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ კრემს ედებოდეს. ასე გააცივეთ. ქვაბში ჩაასხით წყალი, დადგით ცეცხლზე და დაუმატეთ 8 ს/კ კარაქი. ურიეთ, სანამ კარაქი ბოლომდე არ გადნება. როგორც კი მასა ადუღდება, დაუმატეთ 1 ჭიქა ფქვილი და სწრაფი მოძრაობით ურიეთ, სანამ ცომი ისეთი არ გახდება, რომ ქვაბის კედლებს არ ეკრობოდეს. გადმოდგით ცეცხლიდან, შეაგრილეთ, დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და შეაზილეთ სათითაოდ კვერცხები. მიღებული მასა მოათავსეთ საკონდიტრო ტომარაში და დასვით პერგამენდაფენილი ფირფიტაზე შუს პატარა ფორმები. აცხვეთ 220 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი შუ გააგრილეთ, შემდეგ ფრთხილად გახვრიტეთ ბლაგვპირიანი დანის მეშვეობით ძირში და ამოავსეთ მარწყვის კრემით. ქვაბში გაადნეთ შოკოლადის დროპსები (ან შოკოლადის ფილა) და ამოავლეთ შუები გამდნარი შოკოლადის მინანქარში. გემრიელად მიირთვით!