წინა საღამოს ჯამში (ოღონდ არა ალუმინის, რადგან მასას აამჟავებს) მოათავსეთ დაჭრილი ნედლი საფუარი, 1 ჭიქა თბილი რძე, ოთახის ტემპერატურის დაჭრილი კარაქი, კვერცხი, 1 ჭიქა შაქარი, წინასწარ მდუღარეგადავლებული და გაწურული ქიშმიში, აურიეთ. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ მთელი ღამით. დილით დაუმატეთ ფქვილი და ვანილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაუსვით ზეთი პასკის ფორმებს და აავსეთ ფორმა მიღებული მასის ½-ით . ქაღალდის ფორმებს ზეთის წასმა არ დაჭირდება. გააჩერეთ, სანამ მასა არ გაორმაგდება. აცხვეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. თუ მშრალი ამოვიდა - პასკა მზად არის! მოამზადეთ მინანქარი: ათქვიფეთ ცივი კვერცხის ცილა, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი და 100 გ შაქარი, ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე. წაუსვით კულიჩებს და მორთეთ საკონდიტრო მოსართავებით თქვენი ფანტაზიით. გემრიელად მიირთვით!