სააღდგომო "ბუდეები"
დრო 180წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 150 მლ
  • ქიშმიში - 100 გ
  • შაქარი - 4 ს/კ
  • არაჟანი - 200 გ
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 1 ცალი
  • მშრალი საფუარი - 10 გ
მომზადების წესები

დიდ ჯამში გახსენით საფუარი თბილ რძეში. დაუმატეთ შაქარი და საერთო რაოდენობის ფქვილის ნახევარი. აურიეთ, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით.

შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, არაჟანი და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ კიდევ 1 საათი.

ქიშმიშს დაასხით ადუღებული წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, შეამშრალეთ და დაუმატეთ გაფუებულ ცომს.

ცომს მიეციეთ მხვილი ძეხვის ფორმა და დაჭერით 2 სმ სისქის ნაჭრებად.

გააბრტყელეთ თითეული ცომის ნაჭერი თხელი ლენტის ფორმაზე. აიღეთ ორი ცომის ლენტა, გადაწენით, შემდეგ შეკარით წრედ, კიდეები დაუმაგრეთ სველი თითებით.

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფირფიტას დააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი. დაალაგეთ ცომის ბუდეები ერთმანეთისგან მოშორებით. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ათქვიფეთ კვერცხი და კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით ცომის ბუდეებს.

აცხვეთ 15-20 წუთის განმავლობაში. სანამ ბუდეები ცხვება, შეღებეთ კვერცხები. გააცივეთ და მოათავსეთ გამომცხვარ ბუდეებში სხვადასხვა ფერის კვერცხები. ლამაზი და გემრიელი სააღდგომო ფუნთუშები მზად არის!

 

ტეგები:
საახალწლო ტკბილეული ნანახია: 860