დაჭერით წვრილად ბეკონი, მოხრაკეთ გახურებულ ტაფაში. დაუმატეთ ნახევარწრეებად დაჭრილი ხახვი და ისპანახის ფოთლები. თუშეთ სანამ ბოსტნეული კარგად არ დარბილდება. ქათმის თითოეული ფილე დაბეგვეთ, დაალაგეთ ერთმანეთზე მიჯრით საკვების შესაფუთ ცელოფანზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი. ზემოდან გაანაწილეთ ჯერ ლორის 10 ფირფიტა, შემდეგ ჰოლანდიური ყველის 12 ფირფიტა, შემდეგ მოხრაკული ლორი და ისპანახისი ფოთლები და გადაახვიეთ ცელოფნის მეშვეობით მჭიდროდ. ცელოფანს შეკუარით ბოლოები და მოათავსეთ რულეტი 1 საათით მაცივარში. შემდეგ მოამზადეთ ცალკე განიერ ჭურჭელზე ფქვილი, ასევე განიერ ჭურჭლში (იმხელაში, რომ რულეტი ჩაეტიოს) ათქვიფეთ კვერცხი, მესამე თასში კი ჩაყარეთ საფანელი. გამოიღეთ რულეტი მაცივრიდან, ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, შემდეგ - საფანელში, შემდეგ ისევ კვერცში, კვლავ საფანელში და მოათავსეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე. შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. ამასობაში მოამზადეთ დრესინგი (სოუსი): პატარა ქვაბში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, თან ურიეთ. როცა ნიორი მოიხრაკება, დაუმატეთ 3 ს/კ ფქვილი (არ შეწყვიტოთ მორევა), შემდეგ 1/4 ჭიქა დიჟნის მდოგვი, 2 ჭიქა რძე (განაგრძეთ მორევა), გახეხილი პარმეზანი, მარილი და პილპილი. როცა მასა გასქლედება და წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან. შემწვარი რულეტი დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ ყველის სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!