თავდაპირველად მოამზადეთ კრეპები: ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ გამდნარი კარაქი, შაქარი, კვერცხი. აურიეთ და ნელ-ნელა დაუმატეთ რძე. მიღებული მასა გაწურეთ და დაასვენეთ 30 წუთი. შემდეგ კი გამოაცხეთ უწვავი ზედაპირის მქონე ტაფაზე კრეპები ორივე მხრიდან. სანამ ბლინები გაგრილდება, მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კრემ-ყველი ან არაჟანი შაქართან ერთად, დაუმატეთ ნაღები და თქვიფეთ ჰაეროვანი მასის მიღებამდე. დაჭერით მარწყვი და ააწყვეთ ტორტი ვიდეოგაკვეთილში მოცემული ინსტრუქციის მიხედვით. გემრიელად მიირთვით!