ხორცს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ. მოხარშული ხორცი ამოვიღოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ბულიონი დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, 15-20 წუთში დავუმატოთ სტაფილო, სოიის სოუსი, სახამებელი (წინასწარ გახსნილი ცოტა ბულიონში), ტომატპასტა, წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი ჯანჯაფილი. ვადუღოთ 10 წუთის განმავლობაში. დაჭრილი ხორცი ჩავაბრუნოთ წვნიანში და დავუმატოთ ვერმიშელი. 5 წუთში კერძი მზადაა. შევკაზმოთ მარილით და წითელი წიწაკით. სურვილის შემთხვევაში ემატება ნებისმიერი მწვანილი.