ყაბაყი გრძელ თხელ ფენებად დავჭრათ და შევწვათ ზეთში. ამავე ზეთში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ნიგოზი გავატაროთ, დავუმატოთ სანელებლები, მწვანილი, ძმარი და ხახვი. ნიგვზის მასა წავუსვათ შემწვარ ბოსტნეულს და გადავახვიოთ რულეტივით. რჩევა: შეიძლება გამოვიყენოთ უმი ხახვიც, ოღონდ, ძალიან წვრილად უნდა დავჭრათ.