რბილი კარაქი, ვანილი და მარილი ავთქვიფოთ, დავუმატოთ პუდრი, კვერცხი, წყალი და ფქვილი. მოვზილოთ ფხვიერი ცომი. ცომი გავახვიოთ ცელოფანში და გავაჩეროთ მაცივარში 1 სთ., შემდეგ გამოვიღოთ, გავაბრტყელოთ და ამოვავსოთ ტარტალეტის ფორმები. გამოვაცხოთ 170 გრადუსზე დაახლოებით 20 წთ. კარაქი გავთქვიფოთ კრემის კონსისტენციამდე. ნელ-ნელა ვუმატოთ შედედებული რძე და ნუშის ფქვილი. თუ სიტკბო აკლია, შეგვიძლია შაქრის პუდრი დაუმატოთ. ჩავდოთ კრემი გაცივებულ ტარტალეტებში და გავაცივოთ მაცივარში მინიმუმ 30 წთ.