მოხარშეთ პასტა რიგატონი მარილწყალში შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. გადაწურეთ და მოასხით ზეითუნის ზეთი. გააგრილეთ. ჯამში მოათავსეთ ხორცის ფარში, დაუმატეთ ყველა სანელებელი: მარილი, პილპილი, ორეგანო, ხმელი ქინძი, დაჭრილი ხახვი, ნიორი, გახეხილი ყველი - კარგად აურიეთ. მოათავსეთ მიღებული ფარში საკონდიტრო ტომარაში, ან მყარ ცელოფანში (მოაჭერით წვერი) და დაფარშეთ მოხარშული მაკარონი. მოათავსეთ პერგამენტიან ზედაპირზე და გააცივეთ 30 წუთის განმავლობაში. ცალ-ცალკე ჯამებში მოამზადეთ ფქვილი, ათქვეფილი კვერცხი და საფანელი. გაციეებული მაკარონის მილები ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში. შეწვით ფრიტიურში ან ბევრ ზეთში. როგორც კი დაუბრაწება, ამოიღეთ ცხაურზე და დააცადეთ, რომ მოშორდეს ზედმეტი ზეთი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ქინძი და გახეხილი ყველი. მიირთვით სასურველ სოუსთან ერთად. ძალიან უხდება პომიდვრის სოუსი.