დარბილებული კარაქი, ერბო და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, ხაჭო, მაწონი, არაჟანი, მარილი, ვანილი და სოდა ძმრით. მასას დავუმატოთ ფქვილი და მოვზილოთ ნაზი ცომი, რომელიც ოდნავ ეკრობა ხელს. ცომი ჩავდოთ ფორმაში, ზემოდან ჩანგლით ჩავჩხვლიტოთ ან დეკორი გავუკეთოთ და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.