სოკო ხელით დავაქუცმაცოთ, მოვათავსოთ ქვაბში დავასხათ წყალი, რომ ნახევრამდე მოადგეს და დავდგათ ცეცხლზე. მწვანილი მსხვილად დავჭრათ. წიწაკა და ნიორი დავნაყოთ. როცა წყალი დაშრება, დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ამოვურიოთ 2-3 წუთში დავუმატოთ კარაქი და ვშუშოთ. მომზადებას ცოტა რომ დააკლდება, დავუმატოთ მწვანილი, 2-3 წუთში კი დავასხათ გათქვეფილი კვერცხი, მოვაყაროთ მარილი და ვშუშოთ, სანამ კვერცხი შეიკვრება.