წინასწარ მოხარშეთ სპაგეტი შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქციის თანახმად. ტაფაში გაახურეთ ზეითუნის ზეთი, დაჭერით ქათმის ფილე პატარა კუბიკებად და შეწვით, დაუმატეთ მარილი და პილპილი, წვრილად დაჭრილი ნიორი, გარეცხილი და ყვავილედებად დანაწევრებული ბროკოლი, გაგრძელეთ მოთუშვა. როცა ბროკოლი დარბილდება, დაასხით 2 ჭიქა რძე, დაუმატეთ გახეხილი პარმეზანი, დაჭრილი ორხარუში, დაჭრილი ლორი და აურიეთ. როგორც კი მასა წამოდუღდება, ჩაყარეთ მოხარშული და გადაწურული სპაგეტი, აურიეთ. გააჩერეთ კიდევ 2-3 წუთი ცეცხლზე და გადმოდგით. გემრიელად მიირთვით!