შაქარი და კვერცხები ავთქვიფოთ გათეთრებამდე. დავუმატოთ გამდნარი და შეგრილებეული კარაქი და არაჟანი. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი. მასა გავყოთ ორ ტოლ ნაწილად, ერთს შევურიოთ კაკაო. საცხობ ფორმაში დავაფინოთ ქაღალდი და თითო კოვზის მონაცვლეობით ჩავასხათ ნამცხვრის მასა. გამოვაცხოთ 30 წთ 180 გრადუსზე. მზა ნამცხვარს მოვასხათ გამდნარი შოკოლადი.