კრემ-ყველი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ 1/4 ჭიქა შაქარი. 1 ჩ/კ დარიჩინი, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი და კარგად აურიეთ. მოათავსეთ მასა საკონდიტრო ტომარაში. გაშალეთ ფენოვანი ცომი, ოდნავ გააბრტყელეთ და ზოლებად დაასვით კრემ-ყველის მასა (იხ.ვიდეო). შემდეგ დაჭერით ზოლებად და თითოეული ზოლი გადაახვიეთ რულეტად, შემდეგ კი დაახვიეთ სპირალისებურად ჯერ ერთი ცომის რულეტი, შემდეგ შემოახვიეთ მეორე ცომის რულეტი, შემდეგ მესამე და ასე ბოლომდე, რომ მიიღოთ ერთი მთლიანი სპირალი. გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ 2 ს/კ შაქარი, 1 ჩ/კ დარიჩინი, აურიეთ და გადაუსვით ფუნთუშას. მოათავსეთ ფირფიტაზე და აცვეთ 180 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. მოამზადეთ მინანქარი: 1/2 ჭიქა შაქრის დაასხით 2 ს/კ რძე და კარგად აურიეთ. მოასხით მინანქარი გამომცხვარ, ცხელ-ცხელ ფუნთუშას. გემრიელად მიირთვით!