ჩაყარეთ ფქვილი ჯამში, დაუმატეთ მარილი, შაქარი და კარგად აურიეთ. ცალკე ჯამში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი წყალი, გახსენით მასში საფუარი და დაუმატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი. აურიეთ და გააჩერეთ 2 წუთი. დაუმატეთ ფქვილი მასას საფუვრიანი მასა და მოზილეთ ნაზი, ელასტიკური ცომი. მოათავსეთ გუნდა ჯამში, გადააფარეთ ჩაის ტილო და დაასვენეთ 20 წუთი. შემდეგ გადაიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპიზე, კვლავ გადაზილეთ, გაყავით 2 თანაბარ ნაწილად, მოათავსეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 4 საათი. მოამზადეთ გულსართი: ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ პომიდვრის კონსერვი 2 ჭიქა, დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი, 4 კბილი ნიორი. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გააბრტყელეთ ცომის ჯერ ერთი გუნდა, წაუსვით ტომატის საწებელი, დაალაგეთ ზემოდან მოცარელას ან სულგუნის ფირფიტები, მოაყარეთ ბაზილიკი ან შაშკვლავი და მოთავსეთ 290 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედაპირის დაბრაწვამდე. ასევე გამოაცხვეთ ცომის მეორე ნაწილიც. გემრიელად მიირთვით!