დადგით ქვაბით დაბალ ცეცხლზე კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ კრემ-ყველი, აურიეთ, შემდეგ დაუმატეთ 1/2 ჭიქა რძე, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გადმოდგით ცეცხლიდან. ცალკე ჯამში ათქვიფეთ 8 კვერცხის გული, დაუმატეთ კრემ-ყველის მასა და კვლავ კარგად ათქვიფეთ. კიდევ ცალკე ჯამში ათქვიფეთ 13 კვერცხის ცილა, ამოიყვანეთ ბეზე და ნელ-ნელა შეათქვიფეთ 2/3 ჭიქა შაქარი. აურიეთ კვერცხის გულისა და ცილის მასა ერთმანეთში და ჩააცერით ჯერ ფქვილი, შემდეგ სიმინდის სახამებელი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაგჭირდებათ ორი ფორმა - ერთი მოზრდილი და მეორე იმხელა, რომ პირველში თავისუფლად ჩაეტიოს. პატარა ფორმაში ძირში და კიდეებზე ჩააფინეთ პერგამენტის ქაღლდი და ჩაასხით ჩიზქეიქის მასა. დიდ ქვაბში ჩააფინეთ ჩაის ტილო, ჩაასხით წყალი იმდენი, რომ პატარა ფორმის ნახევარი დაფაროს და მოათავსეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25 წუთით, ან 140 გრადუსზე 55 წუთით. გამომცხვარი ღიზქეიქი ფრთხილად გადმოიღეთ ფორმიდან, მოაცალეთ პერგამენტი და მოაყარეთ შაქრის პუდრა. მორთეთ სასურველი კენკრით. გემრიელად მიირთვით!