ყველა სანელებელი ერთად ავურიოთ, 0,5 ჭიქა ნარევი შევინახოთ სოუსისთვის, დანარჩენი წავუსვათ ხორცის ნაჭრებს, გავახვიოთ ცელოფანში და 2-3 საათით მაცივარში შევდოთ. ხორცის ნაჭრები დავაწყოთ გრილზე ან ღუმლის გრილზე და საშუალო დონეზე შევწვათ (მაღალი ხარისხის ხორცის პირობებში დასჭირდება 5-7 წუთი თითო მხარეს). მზა სტეიკს მოვაყაროთ მარილი. პამიდვრის პიურეში გავხსნათ შენახული სანელებლები, დავუმატოთ მარილი და ხორცთან ერთად მივირთვათ.