ათქვიფეთ ცხიმიანი ნაღები ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა (ცოტა შეინახეთ მოსართავად). მასკარპონე აურიეთ კონიაკსა და ფორთოხლის წვენში. ნელ-ნელა დაუმატეთ ნაღების მასის ჯერ მესამედი, შემდეგ კიდევ მესამედი და ბოლო, დარჩენილი მასაც. ურიეთ ხის კოვზით ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. გაავსეთ ფორთოხლის კრემით მზა პროფიტროლები (იხილეთ პროფიტროლების ცომის რეცეპტი). მოსასხმელად გაადნეთ შავი შოკოლადი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ 6 ს/კ ცხელი წყალი. კარგად აურიეთ. მოასხით პროფიტროლებს შოკოლადის სოუსი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ ფორთოხლის ცედრით. გემრიელად მიირთვით!