ოხრახუში გარეცხეთ, გააშრეთ და გააცალეთ ფოთლები, ღერები არ დაგჭირდებათ. ჩაყარეთ ჯამში. დაჭერით პომიდორი კუბიკებად, მოათავსეთ საწურზე, მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ ჯამზე 30 წუთის განმავლობაში, რათა გაუშვას წვენი. გაწურული პომიდორი დაუმატეთ ოხრახუშს, ხოლო პომიდვრის წვენს დაუმატეთ ლიმონის წვენი, ჩაყარეთ ბულგური, დაასხით 1 ჭიქა წყალი და გააჩერეთ 1 საათი, რათა ბულგური გაფუვდეს. დაჭერით კიტრი კუბიკებად, მწვანე ხახვიც ასევე კუბიკებად, დაუმატეთ ორივე ინგრედიენტი ოხრახუშისა და პომიდვრის მასას, დაუმატეთ დაჭრილი პიტნა, მოასხით 1/2 ზეთი და დაუმატეთ გაფუებული ბულგურის მასა. მოაყარეთ გემოვნებით მარილი და პილპილი და მოასხით ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ და გემრიელად მიირთვით!