კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ მარილწყალში. გადაწურეთ და გააკეთეთ პიურე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ან პრესში გატარებული ნიორი, წმინდად დაჭრილი ოხრახუში, გახეხილი პარმეზანი, 1 მოზრილი კვერცხი, მარილი და პილპილი. ყველაფერი კარგად აურიეთ. აიღეთ მოცარელას ან სულგუნის 12 ჩხირი. მომზადებული პიურესგან გააკეთეთ გუნდები და გაახვიეთ ყველის ჩხირები. ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ ათქვეფილ კვერცხში, ბოლოს კი საფანელში. შეწვით ფრიტიურში ან ღრმა ტაფაში, ბევრ ზეთში. გადაიტანეთ ცხაურზე შემწვარი ჩხირები, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი. სუფრასთან მიიტანეთ სასურველ სოუსთან ერთად. გემრიელად მიირთვით!