ჯამში ჩაწერით ფქვილი, გააკეთეთ შუაში ჩაღრმავება და ჩაახალეთ 3 კვერცხი, დაუმატეთ 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი, 3 ს/კ შაქარი და ჯერ 3 ჭიქა რძე, კარგად აურიეთ, შემდეგ კი დაუმატეთ დარჩენილი 1/2 ჭიქა, ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გამოაცხვეთ ბლინების ტაფაზე კრეპები ორივე მხრიდან. შემდეგ წაუსვით თითოეულს შოკოლადის კრემი და მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი. გადაკეცეთ, მოაყარეთ სურვილისამებრ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!