შებოლილი ორაგულის სალათა
შებოლილი ორაგულის სალათა
დრო 4წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შებოლილი ორაგული - 300 გ
  • მჟაუნა - 2 კონა
  • შავი ზეთისხილი - 15 ცალი
  • მოხარშული კვერცხი - 5-6
  • გახეხილი ყველი~ - 3 ს.კ
  • ლიმონის წვენი - 4 ს.კ
  • ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
თევზი დავჭათ ან ხელით დავაქუცმაცოთ. მჟაუნა გავრეცხოთ, შევაშროთ და მსხვილად დავჭრათ. კვერცხები ოთხად გავჭრათ. ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი ავურიოთ. თეფშზე დავაწყოთ სალათის ინგრედიენტები, მოვასხათ სოუსი და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. სალათა მომზადებისთანავე მივიტანოთ სუფრაზე.

მჟაუნა სალათას განსაკუთრებულ გემოს სძენს, თუმცა თუ მჟავე გემო არ გესიამოვნებათ, შეგვიძლია ქორფა ისპანახით ჩავანაცვლოთ. ასევე შეგვიძლია სხვა სახის ზეთის გამოყენებაც.