დაჭერით ბეკონი წვრილად და შეწვით ტაფაზე. შემდეგ გადმოიღეთ და იგივე ტაფაზე დაყარეთ კრევეტები, დაუმატეთ მარილი და პილპილი და ხრაკეთ 2-3 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ. დაუმატეთ დაჭრილი პომიდორი, ისპანახის ფოთლები, როგორც კი ფოთლები მოიწალება, დაუმატეთ დაჭრილი ან დანაყული ნიორი, ნაღები, გახეხილი ყველი (ორივე სახეობა) და თუშეთ დაბალ ცეცხლზე, 5-7 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ მოხარშული და გადაწურული სპაგეტი და ამოურიეთ, გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 2-3 წუთი. სულ ბოლოს მოაყარეთ შემწვარი ბეკონი. გემრიელად მიირთვით!