
დაჭრილი ქათამი მოვშუშოთ ხახვთან ერთად. შემდეგ დავუმატოთ ტომატი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ ქათამი დაიფაროს. ქვაბში მოვათავსოთ ძაფით შეკრული 1 კონა ოხრახუში. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ქათამი მოიხარშება, დავუმატოთ
გატარებული ნიგოზი, ჩავახეხოთ ნიორი, სუნელები და ვადუღოთ დაახლოებით 15 წთ.
ბოლოს ამოვიღოთ ოხრახუში. მარილი გემოვნებით.