სამუშაო ზედაპირზე გაშალეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. შუაგულში მოათავსეთ ჯერ მარწყვის ნაყინის ერთი გუნდა, შემდეგ ვანილის ნაყინის გუნდა, შემდეგ შოკოლადის ნაყინის, ბოლოს კი ისევ მარწყვის ნაყინის გუნდა. გადაახვიეთ ცელოფანში მჭიდროდ და აგორავეთ მაგიდაზე, სანამ არ მიიღებთ 3 ფერ რულეტს. გაყინეთ 10 წუთის განმავლობაში. დაჭერით მარწყვი თხელ ფირფიტებად და ჩაალაგეთ ღრმა მინის ფორმაში მთელ ზედაპიზე (გვერდებზეც). ჯამში ათქვიფეთ მასკარპონე, ნაღები და შაქარი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. მიღებული კრემის ნახევარი გაანაწილეთ ფორმაში, მარწყვის ზემოდან. შემდეგ მოათავსეთ ნაყინის რულეტი, ზემოდან გაანაწილეთ დარჩენილი მასკარპონეს კრემი და დაალაგეთ ფხვიერი ნამცვრები. მოათავსეთ მაცივარში 4 საათით. შემდეგ გამოიღეთ, ამოაბრუნეთ ფორმა სასურველ ზედაპირზე (ჭურჭელზე, რითაც უნდა მიიტანოთ სუფრასთან) და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. გემრიელად მიირთვით!