გაფცქვენით კარტოფილი, გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით თხელ ფირფიტებად. გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, მოაყარეთ მაგარი სახეობის გახეხილი ყველი (ნახევარი) და დაალაგეთ ერთმანეთთან მჭიდროდ კარტოფილის ფირფიტები. მოაყარეთ კვლავ გახეხილი ყველი და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთით. ამასობაში მოამზადეთ გულსართი: დაჭერით ხახვი კუბიკებად და მოხრაკეთ ზეითუნის ზეთში, დაუმატეთ ხორცის ფარში, გააგრძელეთ მოთუშვა. დაუმატეთ დაჭრილი დაკონსერვებული პომიდორი, დჭრილი ოხრახუში პაპრიკა, მარილი და პილპილი. თუშეთ 3 წუთის განმავლობაში. მოთუშეთ ისპანახი ტაფაში, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და მოთუშეთ კიდევ 2 წუთის განმავლობაში. ჯამში მოათავსეთ ყველი რიკოტა, ან ნადუღი, დაუმატეთ მოთუშული ისპანახი და აურიეთ. გამოიღეთ ღუმელიდან გამომცხვარი კარტოფილი, გაანაწილეთ ზემოდან ისპანახისა და რიკოტას მასა, შემდეგ ხორცის ფარშის მასა, მოაყარეთ გახეხილი მოცარელა და გადაახვიეთ რულეტად. შედგით კვლავ ღუმელში, ამჯერად მხოლოდ 10 წუთით. სუფრასთან მიტანამდე, მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში. გემრიელად მიირთვით!