კარტოფილი გავფცქვნათ და მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, როზმარინი და შევაზილოთ ცოტაოდენი ზეთი. კარტოფილი მოვათავსოთ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ შეიბრაწება. მზა კერძს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.