თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და გავაჩეროთ 5 წთ. ფქვილსა და შაქარს დავასხათ საფუვრიანი მასა, დავუმატოთ კვერცხები, ვანილი და ვზილოთ დაახლოებით 10 წთ. ცომი შევფუთოთ და დავდგათ ამოსასვლელად. აფუებული ცომი გავაბრტყელოთ, დავჭრათ დაახლოებით 10 სმ ზოლებად ისე, რომ სიგრძეზე შევძლოთ ჯემის ჩადება. მოვუკრათ გვერდები და ასეთი წესით გავიმეოროთ ბოლომდე. ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე დავიწყოთ სპირალის მსგავსად გადახვეული ცომის შეერთება. ბოლოს გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ.