ფუნთუშები კომშის ჯემით
ფუნთუშები კომშის ჯემით
დრო 120წთ
ულუფა 10
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 500 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • რძე - 250 მლ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • ვანილი
  • საფუარი - 2 ს/კ
  • კომშის ჯემი - 100-150 გ
მომზადების წესები

თბილ რძეში გავხსნათ საფუარი და გავაჩეროთ 5 წთ. ფქვილსა და შაქარს დავასხათ საფუვრიანი მასა, დავუმატოთ კვერცხები, ვანილი და ვზილოთ დაახლოებით 10 წთ. ცომი შევფუთოთ და დავდგათ ამოსასვლელად. აფუებული ცომი გავაბრტყელოთ,
დავჭრათ დაახლოებით 10 სმ ზოლებად ისე, რომ სიგრძეზე შევძლოთ ჯემის ჩადება. მოვუკრათ გვერდები და ასეთი წესით გავიმეოროთ ბოლომდე. ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე დავიწყოთ სპირალის მსგავსად გადახვეული ცომის შეერთება. ბოლოს გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ.

ტეგები:
ფუნთუშები კომშის ჯემი ნანახია: 3365