თევზს მოვაყაროთ მარილი და ზეთში შევწვათ. შეგვიძლია წინასწარ ფქვილში ამოვავლოთ და ისე შევწვათ. ნიგოზი, ნიორი, ქინძი, ხახვი და სანელებლები ავურიოთ და ანადუღარი, ცივი წყლის დამატებით ბლენდერით ავთქვიფოთ. წყალი თანდათან დავუმატოთ სასურველი კონსისტენციის მიღებამდე. შემწვარ თევზს დავასხათ სოუსი, გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში და ისე მივიტანოთ სუფრაზე.