თავდაპირველად მოამზადეთ კრემი: ჯამში ათქვიფეთ კრემ-ყველი, შაქრის პუდრა, რძე, ვანილი ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. ტოსტის პურებს მოაჭერით ოთხივე კუთხიდან ყუა, დაალაგეთ ერთმანეთზე მიჯრით 5-5 პურის ნაჭერი და შეუწებეთ ხელით კიდეები. უნდა მიიღოთ 6 პურის ფილა. ცალკა ჯამში ჩაასხით გამდნარი კარაქი, დაუმატეთ შაქარი და დარიჩინი. კულინარიული ფუნჯის მეშვეობით წაუსვით პურის თითოეულ ფილას მიღებული მასა, შემდეგ გაანაწილეთ კრემი (ასე გააკეთეთ ყველა ფილაზე) და დაახვიეთ ჯერ ერთი რულეტი, შემდეგ ამ რულეტს შემოახვიეთ პურის მეორე ფილა, ზემოდან მესამე და ასე ბოლომდე. სანამ არ მიიღებთ ერთ დიდ რულეტს. მოამზადეთ კარამელი: ტაფაში გაადნეთ კარაქი, დაუმატეთ ყავისფერი შაქარი, მარილი, ვანილი და თაფლი, აურიეთ და კარგად რომ წამოდუღდება, გადმოდგით ცეცხლიდან. მიღებული კარამელი ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში (დაიტოვეთ 1/3), ჩაყარეთ ნიგვზის (ან სხვა თხილეულის) ლებნები, მოათავსეთ პურის რულეტი და ზემოდან მოასხით დარჩენილი კარამელი. შედგით 165 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ცხელ-ცხელივე გადმოაბრუნეთ გაშლილი თეფშზე. მიირთვით ნაყინთან ერთად!