გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან. ათქვიფეთ პირველ რიგში კვერცხის ცილა ღრუბელივით მასის მიღებამდე, ნე-ნელა შეათქვიფეთ 50 გ შაქარი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და 30 გ შაქარი გათეთრებამდე, დაუმატეთ ზეთი, რძე და ჩააცერეთ ფქვილი. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მცირე ულუფებით დაუმატეთ ბეზე და ათქვიფეთ ხელის ზამბარით. ლითონის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და გაანაწილეთ ბისკვიტის მასა. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 10 წუთი. ამასობაში ათქვიფეთ ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაჭერით ბანანი, კვი და მარწყვი. გამომცხვარი რულეტი გადმოიღეთ ფირფიტიდან პერგამენტის ქაღალდიანად. წაუსვით ნაღების კრემი, გაანაწილეთ დაჭრილი ხილი და გადაახვიეთ პერგამენტის საშუალებით მჭიდრო რულეტად. მოათავსეთ 1 საათით მაცივარში. სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა. გემრიელად მიირთვით!