ორაგულის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი და შეწვით ზეითუნის ზეთში, რბილი მხიდან 6 წუთის განმავლობაში, კანის მხრიდან 2 წუთი. ამოიღეთ ტაფიდან თევზი და იგივე ტაფაში, ჩააგდეთ კარაქი, გაადნეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, შუაზე გაჭრილი პომიდორი ჩერი, ისპანახის ფოთლები, ნაღები, გახეხილი ყველი (სასურველია პარმეზანი) და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 3 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ დაჭრილი ორხარუში და ბაზილი (ან შაშკვლავი). ჩაალაგეთ თევზის ფილე მიღებულ სოუსში, დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და გააგძელეთ მოთუშვა კიდევ 3 წუთის განმავლობაში. გადმოდგით კერძი ცეცხლიდან, მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ კიდევ ქორფა ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!