ქვაბში ჩაყარეთ ხსნადი ყავა, კაკაოს ფხვნილი, შაქარი და დაასხით რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ. მიიყვანეთ ადუღებამდე და დაუმატეთ შოკოლადის დამტვრეული ფილა, ბეილისი და ნუთელას კრემი. ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან. მოამზადეთ კოქტეილის ჭიქები. გაადნეთ შოკოლადი, ცალკე ჯამში ჩაყარეთ სიმინდის ბურბუშელა. ამოავლეთ ჭიკის პირები ჯერ შოკოლადში, შემდეგ ბურბუშელაში და გაანაწილეთ შოკოლადის კოქტეილი ჭიქებში. მოაყარეთ მარშმელოუ, მოუწვით თავი და მოასხით დარჩენილი გამდნარი შოკოლადი. გემრიელად მიირთვით!