თბილ რძეში გახსენით საფუარი და 1 ს/კ შაქარი, აურიეთ და გადადგით გვერდით. გააცალკევეთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ათქვიფეთ ცალკე ჯამში 1/4 ჩ/კ მარილთან ერთად. გული ათქვიფეთ სხვა ჯამში, 4 ს/კ შაქართან და 1/4 ჩ/კ მარილთან ერთად. თქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ დაუმატეთ საფუვრიანი მასა, აურიეთ და დაუმატეთ ფქვილი და 3 ს/კ ზეთი. კარგად აურიეთ და დაუმატეთ ათქვეფილი ცილა. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 60 წუთი. სანამ ბლინების გამოცხობას შეუდგებოდეთ, მოამზადეთ ლიმონის კრემი: ჯამში ათქვიფეთ გათეთრებამდე 2 კვერცხი + 2 კვერცხის გული 3/4 ჭიქა შაქართან ერთად, გადაიტანეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე, დაუმატეთ კარაქი, თან შეუჩერებლად ურიეთ. დაუმატეთ ლიმონის ცედრა და ლიმონის წვენი. ხარშეთ მასის გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. გამოაცხეთ ბლინები წესისამებრ და მიიტანეთ სუფრასთან ლიმონის კრემთან ერთად. გემრიელად მიირთვით!