ღრმა ტაფაში გაახურეთ ზეითუნის ზეთი, დაჭერით კუბიკებად ხახვი და მოხრაკეთ, სანამ არ გავარდისფრდება, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი და ისიც მოხრაკეთ. დაჭერით ორივე ფერის ტკბილი წიწაკა მოგრძო ნაჭრებად და ჩაყარეთ ტაფაში. დაუმატეთ მწვენე ლობიო, გარეცხილი ბრინჯი, ორივენაირი პაპრიკა, ტომატპასტა, მარილი და პილპილი დაუმატეთ გემოვნებით. დაჭერით პომიდორი (ან გამოიყენეთ უკვე დაჭრილი და დაკონსერვებული პომიდორი), დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს ტაფაში. აურიეთ კარგად. შემდეგ დაასხით 3 ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი, ჩააგდეთ 2 ცალი დაფნის ფოთოლი, დაუმატეთ ზაფრანა, მწვანე ბარდა, ბრიუსელის კომბოსტო და სურვილისემებრ ვეგანური დაჭრილი ძეხვი. აურიეთ კარგად, დააფარეთ თავსახური და თუშეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში კიდევ 10 წუთი. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და გააფორმეთ ლიმონის ნაჭრებით. გემრიელად მიირთვით!