ჯამში ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად ერთაგვაროვანი მასის მიღებამდე. გაშალეთ სამშაო ზედაპირზე საკვების შესაფუთი ცელოფანი, ზედ დაალაგეთ ტოსტის პურის ნაჭრები მჭიდროდ ერთმანეთთან, კიდეებზე წაუსვით ათქვეფილი კვერცხი და ხელით კარგად შეაწებეთ პურის ნაჭრები ერთმანთზე, რათა მიიღოთ ერთიანი ფირფიტა. გადაუსვით სქლად კრემ-ყველის მასა, გაანაწილეთ დაჭრილი მარწყვი მთელ ზედაპირზე და გადაახვიეთ მჭიდროდ ცელოფნის მეშვეობით. შეუკარით ცელოფანს ბოლოები და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით. მოამზადეთ ამოსავლები მასა: ათქვიფეთ 3 კვერცხი, 1/3 ჭიქა რძე, 2 ს/კ შაქარი და 1 ჩ/კ დარიჩინი. გამოიღეთ მაცივრიდან რულეტი. წაუსვით მთლიანად რულეტს დარიჩინის მასა კულინარიული ფუნჯის მეშვეობით და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ თუმელში 12-15 წუთით. სუფრასთან მიტანამდე რულეტს მოაყარეთ შაქრის პუდრა და მორთეთ ცოცხალი მარწყვით. გემრიელად მიირთვით!