კიტრი კორეულად
კიტრი კორეულად
დრო 20წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიტრი - 4-5 ცალი
  • მწვანე ხახვი - 100-150 გ
  • ნიორი - 3-4 კბილი
  • წიწაკა ჩილი - 1-2 ცალი
  • ქუნჯუთის ზეთი - 2 ს/კ
  • მარილი - გემოვნებით
  • სასურველი მწვანილი - 1 კონა
  • შაქარი - 1 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 3 ს/კ
მომზადების წესები

კიტრს მოაჭერით კუდი და ჩაჭერით ოთხად, ოღონდ ბოლომდე არ გაჭრათ. კარგად დაამარეილეთ გარედანაც და შიგნიდანაც და გააჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ გარეცხეთ და შეამშრალეთ.
დაჭერით წიწაკა ჩილი ორ ნაწილად, ამოაცალეთ თესლი და დაჭერით წვრილად. ამ პროცესის დროს გირჩევთ, გეცვათ ხელთათმანები. დაჭერით წმინდად ნიორი და მწვანე ხახვი, ასევე მწვანილი.
ხახვი, მწვანილი, ნიორი და შაქარი აურიეთ ცალკე ჯამში, დაასხით სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი (შეგიძლიათ ჩაანცვლოთ ზეითუნის ზეთით). აურიეთ და წაუსვით მიღებული მასა კიტრს შიგნიდან. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში.
შემდეგ გადაიტანეთ კიტრი ჯამში, კონტეინერში ან ქვაბში და დაახურეთ ჰერმეტულად. მოათავსეთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით, იდეალურია მთელი ღამით.
მზა კიტრი მიირთვით ბრინჯთან, კარტოფილის პიურესთან ან ხორციან კერძებთან ერთად. 
გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
სანელებლები კიტრი ნანახია: 1211